საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58208

ფაქტი 58208

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის ვარაუდით, მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად, სოფელში არც პროლეტარიატი და არც მუშათა კლასი არ იარსებებდა. იქ თუ მთლიანად არა, უმეტესად მაინც, მიწის წვრილი მესაკუთრეები იბატონებდნენ, თავიანთი საკუთარი ინტერესებითა და იდეებით, ვისაც სოციალიზმის იდეა ვერანაირად ვერ მოხიბლავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58208; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .