საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58456

ფაქტი 58456

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის ევროპის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში გერმანია ებრძოდა ქვეყნების კოალიციას, რომელსაც ინგლისი ედგა სათავეში. მისი აზრით, ომის ნამდვილი მიზეზი არა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა იყო, არამედ ის ეკონომიკური ანტაგონიზმი, რაც ინგლისსა და გერმანიას შორის არსებობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58456; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .