საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58457

ფაქტი 58457

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მომავალში მსოფლიოს მიერ აღიარებული თავისუფალი ვაჭრობა ძირშივე მოსპობდა ქვეყნის მრეწველობას და დაუძლეველ ზღუდედ შეიქნებოდა ადგილობრივი ეკონომიკური ძალებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .