საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58459

ფაქტი 58459

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უილსონის მიერ შემოთავაზებული სავაჭრო თავისუფლების წინადადება ყველა სახელმწიფოსათვის მისაღები იქნებოდა და ეს მიმდინარე ომის გავლენით მოხდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .