საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58460

ფაქტი 58460

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, მსოფლიო ომში ჩაბმული ქვეყნების მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო მოქმედებების თავისუფლების საკითხი იყო. როგორც იტყობინებოდნენ, გერმანია თანხმობას აცხადებდა უილსონის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე. უილსონი სწორედ გერმანელებისთვის ასე სასურველ სავაჭრო თავისუფლებას ემხრობოდა და თუ კავშირის სხვა ქვეყნებიც დასთანხმდებოდნენ მის წინადადებას, ამ საკითხში გერმანია გამარჯვებას იზეიმებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58460; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .