საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58461

ფაქტი 58461

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროს ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე მსოფლიო ომს ორი მიზანი ამოძრავებდა: ინგლისელებისა, რომელთაც სურდათ სისხლისმღვრელი შეტაკებების ახალი „ეკონომიკური ომით“ ჩანაცვლება და გერმანლებისა, ვისი მიზანიც ყველა ქვეყნისათვის ზღვაზე გადაადგილებისა და სავაჭრო თავისუფლების გარანტიის მოპოვება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58461; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .