საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58462

ფაქტი 58462

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის მიმდინარე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა მონაწილემ, ინგლისმა „ეკონომიკური ომი“ გამოუცხადა გერმანიას. ევროპაში ჩამოყალიბებულა სახელმწიფოთა ახალი კავშირი, რომლის მიზანი გერმანული საქონელისთვის ბაზრების ჩაკეტვა იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58462; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .