საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58463

ფაქტი 58463

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, სწორედ თავისუფალი ვაჭრობის აღსადგენად შეეჯახა გერმანია თავისზე ბევრად მრავალრიცხოვან მეტოქეს. მისი მიზანი ომის შედეგად სავაჭრო თავისუფლების მოპოვება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58463; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .