საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58464

ფაქტი 58464

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, მსოფლიო ომში ჩაბმულმა ინგლისმა უარი თქვა თავისუფალ ვაჭრობაზე იმ მიზნით, რომ შეეზღუდა კონკურენტი გერმანიისათვის ვაჭრობის არეალი. შიდა ბაზარზე გერმანული საქონლის შემოსვლა აკრძალეს ქვეყნებმაც, რომლებიც ინგლისს შეუერთდნენ გერმანიის წინაამღდეგ ბრძოლაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58464; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .