საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58466

ფაქტი 58466

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, მსოფლიო ბაზარზე წამყვან პოზიციებს ნელ-ნელა იკავებდა გერმანია თავისი სწრაფად განვითარებადი მრეწველობით. ამ ქვეყანას განუდევნია ინგლისური საქონელი არა მარტო რუსეთიდან და კონტინენტის სხვა ქვეყნებიდან, არამედ თვით ინგლისშიც წარმატებით ებრძოდა ადგილობრივ მრეწველობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58466; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .