საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58470

ფაქტი 58470

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, იმ დროისთვის ქართველები მხოლოდ თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ქვეყნის მოწყობასა და სრულად იყვნენ იზოლირებულნი დანარჩენი მსოფლიოსაგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58470; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .