საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58473

ფაქტი 58473

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. სტატიის თანახმად, ჟორდანია გლეხობას რეაქციონერულ ელემენტად თვლიდა და აუცილებლობად მიიჩნევდა მისი მუშათა კლასისთვის დაქვემდებარებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58473; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .