საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58697

ფაქტი 58697

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი უარყოფდა პოპოვის ვერსიას, რომ არმიამ და ქალაქმა უარი თქვეს სამინისტროს მიერ მათთვის შემოთავაზებული პირუტყვის პარტიაზე. ჭიაბროვს მოჰყავდა არმიის მიერ 200 თავი რქოსანი პირუტყვის შეძენის ფაქტი. კერძოდ, ეს საქონელი თბილისის რაიონის პირუტყვით მომარაგების გამგე მიქელაძისგან ჩაუბარებია ჩინოვნიკ ბეჟინს. ეს ფაქტი დასტურდებოდა სპეციალური ტელეფონოგრამითაც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58697; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .