საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58700

ფაქტი 58700

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი უარყოფდა პოპოვის ვერსიას, რომ არმიამ და ქალაქმა უარი თქვეს სამინისტროს მიერ მათთვის შემოთავაზებული პირუტყვის პარტიაზე. თავის წერილში მას მოჰყავდა ტექსტი ტელეფონოგრამიდან, რომელიც სამინისტროსათვის არმიის სახელით გაუგზავნია პოლკოვნიკ ციციანოვს. ტელეფონოგრამაში იგი ითხოვდა სამინისტროსგან არმიიისათვის 200 თავი რქოსანი პირუტყვის გადაცემას.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58700; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .