საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58702

ფაქტი 58702

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. პოპოვი განიხილავს სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ მამინაიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს. ავტორის თქმით, მამინაიშვილისგან არმიისთვის შესაძენი საქონელი არ გამოირჩეოდა ხარისხით და მისი ნაჩქარევად შეძენა არც არმიის დაკვეთა ყოფილა. მეტიც, არმიას დამოუკიდებლად შეუძენია პირუტყვი უფრო დაბალ ფასად და სამინისტრო უარით გაუსტუმრებია. ასე რომ, სამინისტროს 200 თავი საქონელი ჩაუწვა. ამ პარტიაზე ქალაქსაც უარი უთქვამს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58702; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .