საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58704

ფაქტი 58704

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი განიხილავდა სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელის, ივანე ლორთქიფანიძის მიერ მამინაიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს. მისი თქმით, მამინაიშვილი ვალდებული იყო, ივლისში მიეწოდებინა სამინისტროსათვის ათასი სული რქოსანი პირუტყვი 38 რუბლად და 50 კაპიკად ცოცხალი წონის თითოეულ პუდზე. მიზანი არმიის ხორცით მომარაგება იყო. თუმცა, პოპოვის აზრით, ივლისისთვის ეს ფასი ზედმეტად მაღალი იყო და საქონლის ჩაბარება 37 რუბლადაც შეიძლებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58704; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .