საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58707

ფაქტი 58707

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი სვამდა კითხვას, ვისგან შედგებოდა ქალაქის თვითმართველობა. ნუთუ იმ ხალხისგან, ვისაც არ უყვარდა ქვეყანა, მაგრამ ასე თუ ისე შეეგუა მის დამოუკიდებლობას. ტრიბუნებიდან ისინი ქალაქის გამშვენებისა და მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების შესახებ ყვიროდნენ, ორშაბათობით კი ეჭვის მარცვლებსა და განხეთქილებას თესავდნენ დემოკრატიის ქომაგთა სულებში თავისი, მთავრობისა და ხალხის წინაამღდეგ მიმართული სტატიებით.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58707; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .