საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58709

ფაქტი 58709

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, პოპოვმა დიდი ენერგია დახარჯა იმისათვის, რომ წარმოეჩინა სურსათის სამინისტროს უუნარობა პურის წარმოების საქმეში. თუმცა ამ საქმეს უშუალოდ მთავრობის მთავარრწმუნებული ვასილ იოსების ძე არდიშვილი უძღვებოდა და პრეტენზიები პირველ რიგში მის მიმართ უნდა თქმულიყო და არა სამინისტროს მიმართ, რომელიც არ ეთანხმებოდა არდიშვილის გადაწყვეტილებებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58709; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .