საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58715

ფაქტი 58715

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი აღშფოთებული იყო პოპოვის ურცხვი კრიტიკით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაამღდეგ იყო მიმართული. ის ურჩევდა პოპოვსა და მისთანებს ქართველებისთვის ხელის შეშლის ნაცვლად რუსეთში გამგზავრებასა და იქაური დემოკრატიის სამსახურში ჩადგომას, აქაურს კი ქართველები როგორმე თვითონ, მათ გარეშე მიხედავდნენ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58715; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .