საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58716

ფაქტი 58716

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი აღშფოთებული იყო პოპოვის ურცხვი კრიტიკით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაამღდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, ქართველები აშენებდნენ თავიანთ სახელმწიფოს როგორც შეეძლოთ და იგი, ჭიაბროვი, თავის თანამოაზრეებთან ერთად მხარს დაუჭერდა ყველას, ვინც კი ამ მშენებლობის საქმეს გაუძღვებოდა.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58716; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .