საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58720

ფაქტი 58720

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ამ ორგანიზაციებში შეკრებილნი არც პოლიტიკოსები იყვნენ და არც სერიოზული მუშაკები.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58720; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .