საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58762

ფაქტი 58762

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოუირდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც. ჭიაბროვის აზრით, „ქართული დემოკრატიის დიდი გულშემატკივრის“ პოპოვის „დიდი ხანია დროას“ გარდა ამის ნათელი დადასტურება იყო სმირნოვის ნაწარმოები „Quo vadis Iberia”, ესენის ამავე სახელწოდების თხზულება, ვინმე გ-ს „ბედნიერი არკადია“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58762; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .