საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58765

ფაქტი 58765

1900 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა თხოვნა გაგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მიიღო ეს თხოვნა და მიმართა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ ამ თანამდებობაზე კანდიდატი წარმოედგინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58765; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .