საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58886

ფაქტი 58886

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიაში თუმანოვი ვარაუდობდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი სისხლისღვრით დამთავრდებოდა, ვინაიდან დაღესტანი შეეცდებოდა იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც მეფის რუსეთმა მიიტაცა და რუსეთიდან გადმოსახლებულებს დაურიგა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58886; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .