საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58967

ფაქტი 58967

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით დაუჭერიათ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი, რომელიც ლისტოკში „Вечерние Телеграммы“ სისტემატურად აქვეყნებდა მცდარ ცნობებს სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ (მაგ. ცნობა მეცისა და სტრასბურის აღების შესახებ). ამით იგი იმედოვნებდა თავისი გამოცემის ტირაჟის გაზრდას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58967; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .