საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58984

ფაქტი 58984

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ურჩევდა გაზეთ „ერთობის“ ხელმძღვანელობას, არ ჩაეთვალა საკუთარი თავი ხალხის ინტერესების ერთადერთ წარმომადგენლად და ეღიარებინა, რომ სხვა ძალებიც არსებობდა, რომლებსაც ასევე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ხალხისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58984; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .