საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59157

ფაქტი 59157

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის თქმით, შემდგომში იგი კიდევ დაუბრუნდებოდა ჟორდანიას იდეების ანალიზს. მისი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა ქართული საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების ჟორდანიასეული ხედვის განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59157; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .