საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59158

ფაქტი 59158

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს შენობა ჩამოინგრეოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ იგი არამდგრად ნიადაგზე იდგა, რომ არქიტექტორს არასაფუძვლიანად უკვლევია ფუნდამენტის გრუნტი, ხოლო თვით ფუნდამენტი არასაკმარისად მყარი მასალისგან იყო დამზადებული, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა არქიტექტორს ეკისრებოდა და მას თავად უნდა შეძლებოდა თავისი შეცდომების აღიარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59158; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .