საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59159

ფაქტი 59159

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, საფუძველი, რაზეც ჟორდანია მომავალი სახელმწიფოს აღშენებას აპირებდა, მეტად არამყარი იყო და აუცილებლად ასეთივე იქნებოდა თვით სახელმწიფოც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59159; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .