საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59160

ფაქტი 59160

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, მუშათა კლასი საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განვითარებული. მაგ. ტყიბულის მაღაროებში დასაქმებული მუშები ჯერ კიდევ მტკიცედ იყვნენ მიბმულნი სოფელზე და გლეხის ფსიქოლოგია ჰქონდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59160; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .