საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59165

ფაქტი 59165

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანია იშველიებდა გლეხობის მარქსისეულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვით ყოფილა ორი სახის გლეხობა: ერთი, ჩამორჩენილი, რომელსაც არ ჰქონდა ურთიერთობა ქალაქთან და მუშათა დემოკრატიასთან, შეყუჟული იყო ცენტრისგან მოშორებულ კუთხეებში და მოწინავე, რომელიც ქალაქში ჩამოდიოდა, აქ გამოიმუშავებდა გასამრჯელოს და მუშათა კლასის გავლენის ქვეშ ექცეოდა. პირველი რეაქციონერულ მოვლენას წარმოადგენდა, მეორე, თუმცა თვითონ ვერ ავლენდა დამოუკიდებელ რევოლუციურ ინიციატივას, მაგრამ აღიარებდა მუშათა კლასს და მის მითითებებს მიჰვებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .