საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59166

ფაქტი 59166

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, რევოლუციამდე და რევოლუციის დროსაც გლეხობა მთლიანად და წვრილი ბურჟუაზია ნაწილობრივ, მიყვებოდა მუშათა კლასს და აღიარებდა მის პოლიტიკურ ჰეგემონიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .