საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59167

ფაქტი 59167

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, მუშათა კლასი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მრავალრიცხოვანი, ორგანიზებულობითა და შეგნებით გამოირჩეოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59167; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .