საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59168

ფაქტი 59168

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანია თვლიდა, რომ გლეხობა არ იყო სანდო, წვრილი ბურჟუაზიაც ატარებდა თავის თავში გლეხობის ანტიპოლიტიკურ მისწრაფებებს და ერთადერთ ძალას, რომელზეც დაყრდნობა შეიძლებოდა, მუშათა კლასი წარმოადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59168; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .