საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59169

ფაქტი 59169

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, საზოგადოებრივი ურთიერთობები საქართველოში სამი დემოკრატიული კლასის მეშვეობით წარმოებდა, მუშათა, გლეხთა და წვრილი ბურჟუაზიისა და ქალაქის მეშჩანთა მიერ და სწორედ ეს სამი კლასი წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოს შენების სოციალურ ბაზისს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59169; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .