საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59170

ფაქტი 59170

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანია ამტკიცებდა, რომ საქართველოში ბურჟუაზია და თავადაზნაურთა ფენა არ არსებობდა და რომ, ისინი პოლიტიკურ გვამებს წარმოადგენდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59170; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .