საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59172

ფაქტი 59172

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას აზრით, რევოლუციის მონაპოვრის შესანარჩუნებლად და ჩამორჩენილ გლეხობასთან გასამკლავებლად, მუშები და მოწინავე გლეხები უნდა გაერთიანებულიყვნენ კონტრ-რევოლუციური ტალღის წინაამღდეგ ბრძოლაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59172; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .