საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59174

ფაქტი 59174

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, ჟორდანიას მიერ შემოთავაზებული სახელმწიფოს შენების პროექტის მიზანი იყო ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ მისცემდა ბურჟუაზიას სახელმწიფო აპარატის დახმარებით ხალხზე გაბატონების საშუალებას და საზოგადოების სოციალისტურ გარდაქმნას გაუხსნიდა გზას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59174; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .