საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59176

ფაქტი 59176

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მომავალ სახელმწიფოში არ იქნებოდნენ მთავრობის ჩინოვნიკები, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული მოხელეები, რომლებიც დაემორჩილებოდნენ არა მთავრობას, არამედ – ხალხს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59176; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .