საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59177

ფაქტი 59177

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიაში „წერილები პოლიტიკაზე“ განხილულია ნოე ჟორდანიას მოხსენება, წაკითხული თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, სახელმწიფო წყობა დემოკრატიული უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავდა, რომ ხალხს არა მარტო პარლამენტის წევრები უნდა აერჩია, არამედ – კანონების აღმსრულებლები, ადმინისტრატორები, მოსამართლეები და ა. შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59177; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .