საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59180

ფაქტი 59180

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მოსამართლეები ერობისა და ქალაქის თვითმართველობების მიერ აირჩეოდა და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისინი პერიოდულად შეიცვლებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59180; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .