საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59183

ფაქტი 59183

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, მთავრობის თავმჯდომარესა და ერთ-ორ მთავარ მინისტრს, მაგ. შინაგან ან საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაეკისრებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59183; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .