საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59184

ფაქტი 59184

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ სავალდებულო ან ფაკულტატიურ რეფერენდუმზე უნდა განეხილათ და დაემტკიცებინათ. მაგ. კანონები, რომელიც შეეხებოდა ხალხის ეკონომიკურ მდგომარებას, განათლებას, ომისა და მშვიდობის საკითხებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59184; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .