საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59186

ფაქტი 59186

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, საქართველოს კონსტიტუცია სპეციალურ კრებას უნდა შეემუშავებინა და შემდეგ ხალხს დაემტკიცებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59186; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .