საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59191

ფაქტი 59191

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. მოხსენებაში ჟორდანია გამოთქვამდა იმედს, რომ სოციალ-დემოკრატები მიაღწევდნენ დასახულ მიზანს, მარცხის შემთხვევაში კი ისტორია შეაფასებდა მათ ნამოღვაწარს, როგორც სწორ გზას. თუმანოვის აზრით, ჟორდანია წინასწარ იმართლებდა თავს და თავის მარცხსაც გამარჯვებად სახავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .