საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59194

ფაქტი 59194

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის თქმით, ჟორდანიას მოხსენების კრიტიკა მხოლოდ მისი შეხედულებების კრიტიკა გახლდათ და არა მთლიანად მთავრობისა. თუმანოვი ბრალს სდებდა ჟორდანიას ვიწრო პარტიულ აზროვნებაში და სახელმწიფოებრივი ხედვის არქონაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59194; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .