საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59253

ფაქტი 59253

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროს, არუთინა, მიხაილ ისაიას ძე შახმურადოვებს, მარიამ ვასილის ასულ შახმურადოვს, ბარბარე და მარიამ ნიკიტას ასულ შახმურადოვებს, ელისაბედ ნიკიტას ასულ ხეროდინოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში მდებარე სამი ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი სარდაფით, ორი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი, ასევე 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59253; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .