საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59280

ფაქტი 59280

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59280; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .