საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59458

ფაქტი 59458

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ პიესის მთარგმნელი ან გადამკეთებელი შესრულებული სამუშაოსთვის მცირე ანაზღაურებას ელოდა თეატრისაგან და ამის გამო იგი ნაჩქარევად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამ მიზეზით თეატრისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენის გასამართად პიესა გადაეთარგმნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59458; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .