საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59694

ფაქტი 59694

1907 წლის 30 აგვისტოს 10 საათზე ილია ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე, მსახური იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური. 1-ელ საათსა და 30 წუთზე საგურამომდე 6-7 კილომეტრის დაშორებით, წიწამურთან ორ სხვადასხვა გორაკზე მდგარმა გიორგი ხიზანიშვილმა და პავლე ფშავლიშვილმა თავდამსხმელებს ანიშნეს ეტლის გამოჩენის შესახებ. ხიზანიშვილი ადგილზე დარჩა სამეთვალყუროდ, ფშავლიშვილი კი შეუერთდა თავდამსხმელებს: გიგოლა ბერბიჭაშვილს, ვანო ინაშვილსა და ილია იმერლიშვილს. სტვენის ხმაზე ბოროტმოქმედების თანამონაწილე თედო ლაბაურმა ეტლი გააჩერა. შეიარაღებული თავდამსხმელები ტყიდან გამოვიდნენ. ილია იმერლიშვილმა ილია ჭავჭავაძე მოკლა გულში ნასროლი ტყვიით და შემდეგ გიგოლა ბერბიჭაშვილმა სახეში დაარტყა თოფის კონდახი. მსახური იაკობ ბითარიშვილი მოკლეს, ოლღა გურამიშვილი კი კონდახით მძიმედ დაჭრეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59694; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .